ნაჩო:„დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“
წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე რაფაელ ბენიტესთან ერთად ნაჩო ფერნანდესიც იმყოფებოდა...
„მადრიდის „რეალი“ ეცდება მეტოქეს საკუთარი თამაში შესთავაზოს, მაგრამ ამასთანავე აცნობიერებს, რომ რისკები არსებობს. გუნდმა სრული კონცენტრაცია უნდა მოახდინოს და 3 ქულა მოიპოვოს.“
„როდესაც მოედანზე გავდივარ, მუდმივად ბოლომდე ვიხარჯები, არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს. ჩემი მიზანი ყოველთვის 3 ქულის მოპოვებაა. როდესაც მთავარი მწვრთნელი შანსს მაძლევს, მაქსიმალურად ვცდილობ გამოვიყენო და ყველას დავანახო რა შემიძლია.“
„„მალმიო“ ევროსარბიელზე დიდ გამოცდილებას არ ფლობს, მაგრამ მათ დიდი მოტივაცია აქვს, შიდა ჩემპიონატში კი დომინირებენ. რთულ მატჩს ველი.“
„დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. ცენტრალურ მცველად მოვიაზრები, მაგრამ მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე თამაში პრობლემას არ წარმოადგენს. იქ ვითამაშებ, სადაც გუნდს დასჭირდება.“
- 30 სექტემბერი 2015
- 2 453
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.