"რეალს" "ხოვენტუტი" ერგო
როგორც იცით, "კოპა დელ რეის" გათამაშება კალათბურთშიც არსებობს.სწორედ დღეს შედგა კენჭისყრა, სადაც გაირკვა მადრიდის "რეალის" მეტოქის ვინაობა ესპანეთის თასზე.
აღნიშნული ტურნირი ბილბაოში გაიმართება 18-დან 21 თებერვლის ჩათვლით.სამეფო გუნდის კალათბურთელებს "ხოვენტუტი" ერგოთ.
"ძალიან არ მინდოდა "ხოვენტუტი" ყოფილიყო ჩვენი მეტოქე, თუმცა კენჭისყრამ ეგეთი შედეგი მოგვიტანა.ისინი ყოველთვის დიდ პრობლემებს გვიქმნიან.ვიმედოვნებ, რომ უკლებლივ ყველა კალათბურთელი იქნება მზად ამ თამაშისათვის" - განაცხადა "რეალის" საკალათბურთო სექციის დირექტორმა, ჰერეროსმა.
კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
ჯგუფი "ეი:" "ვალენსია" - "ესტუდიანტესი"
ჯგუფი "ბი:" "ლაბორალი" - "ბილბაო"
ჯგუფი "სი:" "ბარსელონა" - "კახასოლი"
ჯგუფი "დი:" მადრიდის "რეალი" - "ხოვენტუტი"
იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს, მაშინ "ლაბორალისა" და "ბილბაოს" გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
- 12 იანვარი 2010
- 3 572
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.