რისკის დონე მინიმუმამდეა დასული
რაფა ბენიტესი ფრთხილობს.
მოგეხსენებათ, რაფა ბენიტესს გეგმები შეეცვალა, რაც განაპირობა მადრიდელი ფეხბურთელების ტრავმებმა. ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს უმძიმესი დაზიანება ჰქონდა, რის გამოც ისინი გარკვეული პერიოდით გუნდს ჩამოსცილდნენ.
ჩემპიონთა ლიგის მატჩში ესპანელ სპეციალისტს შეეძლო განაცხადში შეეყვანა რამდენიმე ახლად გამოჯანმრთელებული მოთამაშე, თუმცა ბენიტესმა თავის შეკავება გადაწყვიტა. რაფას ურჩევნია ფეხბურთელები სრულად გამოჯანმრთელდნენ და მათ მადრიდულ დერბიში მიიღონ მონაწილეობა.
"მალმიოსთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რამოსი, ბეილი, ხამესი და ხესე. ბენიტესმა გადაწყვიტა მათი მდგომარეობა განეხილა და რისკები შეეფასებინა. სწორედ ამიტომ, ეს ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩში თავის დაზღვევის მიზნით არ ითამაშებენ.
Marca.com
- 29 სექტემბერი 2015
- 4 600
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.