ფლორენტინო პერესის ოფიციალური განცხადება
მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ფლორენტინო პერესის ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს...
„დღეს ძალიან ცუდი დღეა, ვინაიდან მადრიდის „რეალის“ დიდ ოჯახს გამოაკლდა ლეგენდა, რომელმაც შექმნა ეპოქა, მოიგო უამრავი ტიტული და ქომაგებს დიდი სიხარული მიჰგვარა. მსურს, დიდი მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო იგნასიოს მეუღლეს, შვილებს, ნათესავებსა და ახლობლებს.“
„ზოკო იყო მაგალითი იმისა, თუ რამხელა შედეგი მოაქვს შრომას, თავდადებასა და მონდომებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მან შექმნა ეპოქა. მადრიდის „რეალმა“ მისი სახით დიდებული ადამიანი დაკარგა.“
„იგნასიომ არაერთი მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და სხვა თასები და ოქროს ასოებით ჩაეწერა ჩვენი გუნდის ისტორიაში.“
„ჩვენ, მადრიდის „რეალის“ ქომაგებს, ყოველთვის გვემახსოვრება ზოკო, როგორც სამეფო კლუბის ერთგული და პატივსაცემი ფეხბურთელი. ფიგურა, რომელმაც შექმნა ისტორია და დაიმსახურა ხალხის სიყვარული.“
„ზოკოს ადგილი მუდამ იქნება სამეფო კლუბის მრავლისმომცველ ისტორიაში.“
პატივისცემით, ფლორენტინო პერესი.
- 29 სექტემბერი 2015
- 6 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.