გარდაიცვალა იგნასიო ზოკო
ის მადრიდის რეალის რიგებს 1962 წლიდან 1974 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის მანძილზე მას მოგებული აქვს ერთი ევროპის თასი, შვიდი ლა ლიგა და ორი ესპანეთის თასი.
იგნასიო ზოკო ესპრასა, რომელიც "მადრიდის რეალში" 1962-1974 წლებში თამაშობდა, დღეს 76 წლის ასაკში მადრიდში გარდაიცვალა. ის "მადრიდის რეალის" ცნობილი 'ye-ye' ნახევარდაცვის წევრი იყო, რომელიც 1960-იან წლებში ესპანურ ფეხბურთში დომინირებდა. როგორც თეთრების ფეხბურთელს, მას მოგებული აქვს ერთი ევროპის თასი, შვიდი ლა ლიგა და ორი ესპანეთის თასი. მისი მთელი ცხოვრება დაკავშირებული იყო კლუბთან, სადაც 1994-დან 1998 წლამდე ის პირველი კლუბის მატჩების დელეგატადაც მუშაობდა. სიკვდილამდე ის იკავებდა "მადრიდის რეალის" ყოფილი ფეხბურთელების ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს.
ზოკო გარდეში 1939 წლის 31 ივლისს დაიბადა , რომელიც ნავარეს რეგიონში მდებარეობს. მადრიდში მან 12 სეზონი ითამაშა და საკმაოდ წარმატებული კარიერაც ჰქონდა, რომლის მანძილზეც 434 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კლუბის რიგებში 17 გოლის გატანაც მოახერხა ამ ხნის მანზილზე. ის 1964 წელს გამოდიოდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში , რომელმაც სსრკ-ს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში სძლია.
"მადრიდის რეალი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი ფეხბურთელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
წყარო: RealMadrid.com
- 28 სექტემბერი 2015
- 2 204
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.