კაკა ლა–ლიგაში თამაშით სიამოვნებას იღებს.
"მადრიდის რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა განაცხადა რომ უკვე შეეჩვია ესპანურ ფეხბურთს და აქ თამაშით სიამოვნებას იღებს.
შეგახსენებთ რომ ესპანეთში გადმოსვლამდე კაკა 6–წელი თამაშობდა იტალიაში."პრიმერაში თამაშით სიამოვნებას ვიღებ.ესპანეთში თამაშები უფრო გახსნილია,იტალიაში დიდ ყურადღებას უთმობენ ტაქტიკას.რეალში ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ ტექნიკურ ვარჯიშებს და ასევე ბურთის ფლობას.ხოლო ტაქტიკას შედარებით ცოტა დროს ვუთმობთ".
ასევე კაკას აზრით ესპანეთში ნაკლებად იყენებენ უცენზურო სიტყვებს."ვერ ვიტან უცენზურო სიტყვებით გაჟღენთილ საუბარს.ესპანელები უცენზუროდ უფრო იშვიათად საუბრობენ,ვიდრე იტალიელები.როდესაც "მილანში" ვთამაშობდი,ყველას ვთხოვდი რომ ჩემი თანდასწრებით არ გამოეყენებინათ უცენზურო სიტყვები".–აცხადებს ბრაზილიელი ნახევარმცველი.
წყარო:"Football Italia"
- 12 იანვარი 2010
- 3 200
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.