ბენიტესი:„დიდი ყურადღებით თამაში გვმართებს“
რაფაელ ბენიტესმა „მალაგასთან“ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...
„ჩვენ ვიცით, რომ „მალაგა“ არის გუნდი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ეს გუნდი ხანდახან მაოცებს. მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და თანმიმდევრული თამაში გვმართებს.“
„ჩვენმა მოწინააღმდეგემ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და მე-19 ადგილზე იმყოფება, მაგრამ ყველამ კარგად იცის ამ კოლექტივის შესახებ, რომლის ახლანდელი პოზიცია რეალობისგან ძალიან შორს არის. ეს არის მეტად მოწესრიგებული გუნდი.“
„სატურნირო ცხრილის ლიდერობა შესანიშნავია, მაგრამ ამ შედეგს შენარჩუნება უნდა, რაც პირდაპირ უკავშირდება მომდევნო უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებების მოგებას.“
„ლიდერობა გარემოზე დიდ გავლენას ახდენს. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამარჯვება ყველა გუნდისთვის განსაკუთრებულია, ამიტომ გუნდები გაორმაგებული მოტივაციით თამაშობენ.“
„კრიშტიანოს მუდმივად გატანას სთხოვენ, რასაც არ ვეთანხმები. პორტუგალიელი ფეხბურთელი ძალიან საჭირო როლს ასრულებს. ვერ გაიტანს რონალდუ? გაიტანს ისკო, ხამესი, ბეილი, ბენზემა და სხვები. მთავარი გუნდური ინტერესებია და ეს ყველამ უნდა გაითავისოს. რონალდუ ნამდვილი ფენომენია, მაგრამ ამხელა ზეწოლა არ შეიძლება.“
„ყველაზე მეტ გოლს რონალდუს იტანს, ის ბოძებული მომენტების მაქსიმუმს იყენებს, აქედან გამომდინარე წლების მანძილზე იბრძვის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისთვის.“
„სექტემბრის თვეს დადებითად ვაფასებ, ვინაიდან საკმაოდ დიდი პროგრესი ვაჩვენეთ და ნიუანსები დავხვეწეთ. მართალია სანაკრებო ბატალიებმა ზიანი მოგვაყენა, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. ახლა 3 დღეში ერთხელ გვიწევს თამაში, ამიტომ სრული რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ. ტრავმიანობის მიუხედავად ლიდერის პოზიცია მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
„დაცვაში კარგად ვასპარეზობთ, მაგრამ შეცდომებს მაინც ვუშვებთ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. დაცვასა და თავდასხმას შორის იდეალური ბალანსის პოვნა უპირველესია. გუნდმა უნდა იზრუნოს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და შეძლოს მეტოქის კარის დალაშქვრა.“
„ანალიზს ყოველდღიურად ვაკეთებ და ფეხბურთელთა მონაცემები ნამდვილად მაკმაყოფილებს. მთავარია გუნდს, სხვადასხვა სახის ფეხბურთის თამაში შეუძლია და არცერთი ფეხბურთელი არ თაკილობს მასზე დაკისრებულ მოვალეობებზე მეტის შესრულებას. “
„სამწუხაროდ, პეპე დისკომფორტს გრძნობს. პორტუგალიელი ფეხბურთელი ბასკებთან მატჩის შემდეგ ფორმაში ვერ ჩადგა. არ ვიცი ითამაშებს თუ არა სასტარტო შემადგენლობაში. თუ „სამიანი“ ვერ დაბრუნდა, რაფაელ ვარანს ნაჩო შეუწყვილდება.“
„ლუკა მოდრიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ის გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ხორვატსაც სჭირდება დასვენება, სხვაგვარად არ შეიძლება. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მოდრიჩს სათანადო შემცვლელი ჰყავდეს.“
„როტაცია როდესაც საჭიროა, მაშინ ვაკეთებ. „ბილბაოასთან“ ფეხბურთელებმა ვერ დაისვენეს, ვინაიდან მატჩის პერიპეტიებმა აჩვენა, რომ ცვლილებების დრო არ იყო. როტაცია მაშინ უნდა მოახდინო, როდესაც თვლი, რომ კოლექტივს არ უჭირს.“
„იტალიაში არაერთი ტაქტიკა გამოვიყენე, ანალოგიურს ვაკეთებ ესპანეთში, მაგრამ მიმაჩნია, რომ 4-3-3 ბალანსისთვის იდეალურია, თუმცა გუნდს უნდა შეეძლოს გადაწყობა.“
„ნაპოლიში მუშაობის დროს სხვა ფილოსოფია მქონდა. იტალიაში სხვა დონე იყო, აქ კი სულ სხვა სიტუაციაა. ფეხბურთელს იმაზე მეტი არ უნდა მოსთხოვო, რამდენიც შეუძლია.“
„რაფაელ ვარანი სისწრაფე ძალიან გამოგვადგება. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი. მიხარია, რომ ის მადრიდის „რეალში“ იზრდება და კლუბის ძალიან მნიშვნელოვნად ნაწილად ყალიბდება.“
„ჩემი სამუშაო განრიგი საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ მიყვარს ეს სფერო. საქმე, რომელსაც ვაკეთებ იდეალურია. ფეხბურთით ვცხოვრობ და მუდამ წინსვლაზე ვფიქრობ. ჩემთვის გრაფიკს მნიშვნელობა არ აქვს.“
- 25 სექტემბერი 2015
- 4 988
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.