მხოლოდ რონალდუმ და ბენზემამ „ბარსელონაზე“ მეტი გოლი გაიტანეს
ესპანურ გამოცემები საკმაოდ საინტერესო სტატისტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას...
მიმდინარე გათამაშებაში, კატალონიის „ბარსელონას“ 9 გოლი აქვს გატანილი. 5 დაპირიპირებაში 9 ბურთი ცოტა ნამდვილად არ არის. ლუის ენრიკეს კოლექივი ერთ მატჩში საშუალოდ ერთ გოლს იტანს.
კარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდუმ კი ჯამში 10 გოლს მოუყარეს თავი, რაც ერთით აღემატება კატალონიური კლუბის შედეგს.
მადრიდულმა გიგანტმა ლა ლიგის 5 ტურში 14-ჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება, საკუთარ კარში კი მხოლოდ „ბილბოასგან“ მიიღეს ერთი ბურთი.
ამასთანავე უნდა დავსძინოთ, რომ რაფა ბენიტესი გუნდმა 3 ტურში 13-ჯერ იხეირა, დანარჩენ 2 ტურში კი მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო. (ხიხონი 0-0, გრანადა 1-0).
- 24 სექტემბერი 2015
- 4 509
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.