მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის ლიდერი გახდა
მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ბილბაოს „ატლეტიკის“ დამარცხება „სან მამესზე“ მოახერხა და კატალონიის „ბარსელონა“ „სელტასთან“ 4-1 განადგურდა, რაფაელ ბენიტესის გუნდი ლა ლიგის ლიდერი გახდა...
მეხუთე ტურის შემდეგ, მადრიდულ გიგანტს 13 ქულა აქვს, კატალონიურ გრანდს კი 12.
სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს.
სამეფო კლუბმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოექცა ცხრილის სათავეში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქულების ანალოგიური რაოდენობა აქვს „სელტასაც“, დედაქალაქელები ვიგოელებს გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით ჯაბნიან.
- 24 სექტემბერი 2015
- 5 355
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.