მექსიკელი ტალანტი "რეალში" თამაშზე ოცნებობს
ომარ გოვეა მადრიდის "რეალში" თამაშზე ოცნებობ.
ახლაგაზრდა ჩამშლელი ნახევარმცველი, ომარ გოვეა "პორტოს" აკადემიაში იჯარის წესით ჩაირიცხა. გოვეა პორტუგალიურ კლუბში ერთ წელს გაატარებს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს საკმაოდ საინტერესო განცხადება გაავრცელა.
ომარ გოვეა:
"ძალიან მიხარია, რადგან "პორტოს" B-ს ღირსებას ვიცავ. კარგი იქნება, თუ აქ თავს გამოვიჩენ და პროფესიული თვალსაზრისით იმდენად განვვითარდები, რომ "პორტოს" პირველ გუნდშიც გამომიძახებენ. თუმცა ეს არ არის მთავარი მიზანი და ოცნება. ბავშვობიდან მინდოდა მადრიდის "რეალში" თამაში და იმედი მაქვს ამ სურვილს აუცილებლად ავისრულებ."
Bernabeudigital.com
- 22 სექტემბერი 2015
- 3 862
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.