ომი „პსჟ“-სა და „იუნაიტედს“ შორის - 150/125

მადრიდის „რეალის“ მთავარი დამრტყმელი ძალის, კრიშტიანო რონალდუს გადაბირებისთვის ზამთარში დიდი ომი გაიმართება...

„პსჟ“-ს ხელმძღვანელობა მზად არის, „შვიდიანის“ სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს შეელიოს, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით 21 მილიონი ევრო დაუნიშნოს, რაც თავისთავად ძალიან მაცდური წინადადება.

მანჩესტერ „იუნაიტედი“ კი მზად არის, ფლორენტინო პერესს 125 მილიონი ევრო შესთავაზოს, ფეხბურთელს წლიურად 17.6 მილიონი ევრო განუსაზღვროს ხელფასის სახით, მაგრამ ინგლისური მხარე ასევე მზად არის, რონალდუს სარეკლამო შემოსავლების მხოლოდ 25% მოითხოვოს, დანარჩენი 75% კი თავად ფეხბურთელს დარჩება. (აქ საქმე კოლოსალურ თანხებთან გვაქვს).

ომი გრძელდება, ფლორენტინოს კი დაფიქრება მართებს. მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ასტრონომიულ თანხას სთავაზობენ ფეხბურთელში, რომელიც 31-ე წელიწადშია, თუმცა გუნდის ლიდერის ფუნქციებს მაინც კისრულობს.

ამასთანვე პერესი აცნობიერებს, რომ რონის გაყიდვის შემთხვევაში, მისი საპრეზიდენტო პოზიცია მნიშვნელოვნად შეირყევა, თუმცა მის პორტუგალიელის გაშვებით ის, 2-3 უმაღლესი დონის ფეხბურთელის დამატებას შეძლებს.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

  • Hala
  • 22 სექტემბერი 2015
  • 3 608
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)