კეილორ ნავასი: "ტრანსფერის ბოლო დღეს ვტიროდი"
კეილორ ნავასმა დუმილი დაარღვია და ჟურნალისტებთან მისი ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
"ყველანი ადამიანები ვართ, ემოციები დამიგროვდა, ჩემი ცოლის გვერდით ვიჯექი და ვტიროდი. თვითმფრინავში არ ვიჯექი, მაგრამ ცოტაღა დამრჩა იქამდე."
"ტრანსფერების ბოლო დღეს 19:00 საათზე აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ მანჩესტერში უნდა გავფრენილიყავი. კონტრაქტი გვიან მოვიდა, მაგრამ როგორც აგენტმა მითხრა ყველაფერი რიგში იყო. სამედიცინო შემოწმება ვალდებებასზე გავიარე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მე მსურდა მადრიდის რეალში თამაში და აწი მომიწევდა ყურება, როგორ იცავენ სამეფო კლუბის კარს სხვები."
"სამედიცინო შემოწმების შემდეგ აეროპორტში არ წავსულვარ, როგორც აღმოჩნდა მხარეები დოკუმენტების მოწესრიგებას ვერ ასწრებდნენ. ამიტომ სახლში დავბრუნდი, ოთახში შევედი და ტირილი დავიწყე." - განაცხადა კეილორ ნავასმა ესპანურ რადიოსთან Cadena COPE-თან საუბრისას.
- 22 სექტემბერი 2015
- 6 865
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.