ბუტრაგენიო:„ისკო გენიალურად ხელმძღვანელობდა გუნდს“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ „გრანადასთან“ მატჩი შეაფასა...
„კარგი თამაში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით მოვიკოჭლეთ, 3 ქულა მოვიპოვეთ. ისკო ალარკონმა ბრწყინვალედ უხელმძღვანელა გუნდს, ბენზემამ კი გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.“
„მეტოქე თავს კარგად იცავდა, მაგრამ მომენტებს მაინც ვქმნიდით, თუმცა გოლში გარდასახვა ვერ შევძელით.“
„კეილორი ყველას აოცებს, კოსტა-რიკელი კიპერი უკვე მეხუთე მატჩია კარს მშრალად ინახავს და ძალიან აქტიურად ასპარეზობს.“
„ჩვენთვის დიდი პატივია ის, რომ კრიშტიანო რონალდუს სწორედ „ბლანკოსის“ მაისური აცვია. პორტუგალიელს დღეს ნაკლები სივრცე ჰქონდა, გოლის გატანაც ვერ მოახერხა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის.“
„ტრიბუნებზე სტვენა ისმოდა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვიცით, რომ „მერენგებს“ ყოველთვის ერთგული გულშემატკივრებს ჰყავთ, რომლებიც მუდმივად ბევრ გოლს და სანახაობას ითხოვენ.“
- 20 სექტემბერი 2015
- 4 687
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.