ბენიტესი:„ტრავმების მხრივ, სერიოზული პრობლემები გვაქვს“
„გრანადასთან“ მატჩის წინ, რაფაელ ბენიტესმა პრეს-კონფერენცია გამართა...
„ტრავმების მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს, წინასწარ არ ვიცი, თუ რომელი თერთმეტეული გავა მოედანზე, მაგრამ ფეხბურთელებს ნდობას ვუცხადებ, ყველამ უნდა იგრძნოს, რომ საჭირო ფიგურაა.“
„„გრანადას“ ძალიან სწრაფი გუნდი ჰყავს, რომელიც კონტრ-შეტევაზე ბრწყინვალედ ასპარეზობს, აქედან გამომდინარე ყურადღებით თამაში გვმართებს. თუ ფოკუსირებულად და ყურადღებით ვითამაშებთ, მათ 90 წუთის მანძილზე გოლი გატანის საშუალებას არ მივცემთ.“
„არაერთი ფეხბურთელი დაშავდა, რაც პრობლემას ქმნის, მაგრამ შესაბამისი რესურსი არსებობს. სანაკრებო ბატალიებმა სერიოზული დაღი დაგვასვა, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.“
„ბეილის დაზიანება ძალიან სერიოზული არ არის, მაგრამ უელსელ ფეხბურთელს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს. ჩვენ მოგვიწევს, „უელსის“ ნაკრების ფეხბურთელის გარეშე ასპარეზობა.“
„კეილორ ნავასმა ბრწყინვალე „სეივების“ ჩვენება მოახერხა. კოსტა-რიკელმა კიპერმა რამდენიმე მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა, ის რეკორდის პირასაა.“
„ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებს „EuroBasket“-ზე წარმატებას ვულოცავ, მათ დაიმახურეს საფრანგეთის გუნდის დამარცხება, ვინაიდან შესანიშავად იმუშავეს. მსურს მივულოცო მთელ პერსონალს და წარმატება ვუსურვო.“
„ჩემთვის გუნდის ბალანსი უმთავრესია, ვინაიდან სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევ. კრიშტიანო რონალდუს მოედანზე სრული თავისუფლება აქვს, ის ხშირად იცვლის პოზიციას და გოლის გატანას ცდილობს.“
„არ არის გამორიცხული, ოთხი ნახევარმცველით ვითამაშო, ანუ გარეთ ბეილი ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჩაანაცვლოს, ჯერ-ჯერობით ანალიზს ვაკეთებ, გადაწყვეტილება ხვალ მივიღებ.“
„ყველა ასპექტში ვსაჭიროებთ გაუმჯობესებას. ჯერ სეზონის სტარტია, მომატება ნამდვილად შეგვიძლია, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ.“
„რაფა ვარანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ფრაგმა ფეხბურთელმა ივარჯიშა, აქედან გამომდინარე დიდია ალბათობა იმისა, რომ ხვალ მოედანზე გავიდეს და სერხიო რამოსი ჩაანაცვლოს. ვეცდები საუკეთესო თერთმეტეული შევარჩიო.“
„კოვაჩიჩი ბრწყინვალე ფეხბურთელია, წინა შეხვედრაში ხორვატმა ფეხბურთელმა ძალიან ხარისხიანი თამაში შემოგვთავაზა. როდესაც იტალიაში ვმუშაობდი, მატეოს ხშირად ვაკვირდებოდი, ამ ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს.“
„ტონი კროოსი უმნიშვნელოვანესი პერსონაა. გერმანელმა ფეხბურთელმა შარშან უდიდესი დატვირთვა მიიღო, თანაც იმ ფონზე, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ბოლომდე ეხმარებოდა. ტონის ხშირად მივცემ დასვენების საშუალება, ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. ანალოგიურის თქმა შემიძლია ლუკა მოდრიჩზეც.“
- 18 სექტემბერი 2015
- 3 727
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.