"ლა–ლიგის" XVII ტურის შედეგები
წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონის XVII–ტურის შედეგებს.
ამ ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვეს მადრიდის რეალმა და კატალონიის ბარსელონამ.რეალმა მალიორკას დამარცხებით ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა სახლში,კატალონიელებმა კი კანარის კუნძულზე გაანადგურეს ტენერიფე.
ასევე სტუმრად ხერესთან გაიმარჯვა ვალენსიამ და ამით სატურნირო ცხრლიში მესამე ადგილი გაიმყარა.სევილიამ სენსაციურად წააგო სახლში რასინგთან.ამ მატჩში თავი გამოიჩინა სერხიო კანალესმა,მან 2–ლამაზი გოლი გაიტანა.სპეციალისტების აზრით ამ ახალგაზრდას დიდი მომავალი აქვს და მას უკვე აკვირდებიან გრანდები რეალი და ბარსელონა.
ამ ტურის სრული შედეგები კი ასეთია:
ვალიადოლიდი–ატლეტიკო 0:4
სევილია–რასინგი 1:2
ვილიარეალი–ალმერია 1:1
დეპორტივო–ოსასუნა 1:0
მალაგა–ატლეტიკი 1:1
ხიხონი–ხეტაფე 1:1
ხერესი–ვალენსია 1:3
ესპანიოლი–სარაგოას 2:1
მადრიდის რეალი–მალიორკა 2:0
ტენერიფე–ბარსელონა 0:5
- 12 იანვარი 2010
- 1 643
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.