ვან დერ ვაარტი 2-3 კვირა ვერ დაეხმარება გუნდს
რაფაელ ვან დერ ვაარტი,რომელიც იძულებული იქნა დაეტოვებინა მოედანი ნაადრევად "მალიორკასთან" მატჩში,ვერ დაეხმარება თავის გუნდს 2-3 კვირის განმავლობაში,როგორც ექიმები იუწყებიან მას კუნთი აქვს გაჭიმული.
ეს მანუელ პელეგრინისთვის სერიოზული დანაკარგია,რადგან ბოლო ხანებში ჰოლანდიელს იგი ენდობოდა და რაფაელიც იმედებს არ აცრუებდა.ზაფხულში გუნდი ცდილობდა ვან დერ ვაარტი გაეყიდა,იგი ძალიან ახლოს იყო "ჰამბურგში" დაბრუნებასთან,თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი არ შედგა ჰოლანდიელის გამო,რომელმაც არ მოისურვა სხვა კლუბში გადასვლა.სამწუხაროდ ფეხბურთელს თავიდან მოუწევს შრომა,შემადგენლობაში დასაბრუნებლად რადგან გუნდს კაკა დაუბრუნდა.
ასევე ტრამვირებულია ხაბი ალონსო,თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე მან კოჭლობით დატოვა მოედანი,ის გუტიმ შეცვალა.მცირე დაზიანება მიიღო კეიტასთან შეჯახებისას იკერ კასილასმაც.საბედნიეროდ საგანგაშო არაფერია და ისინი ორივენი შეძლებენ ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ გამოსვლას.
ბოლო მატჩი აღსანიშნავი იყო ბევრი რამით."რეალმა" ხუთი წაუგებელი თამაშიდან,სამჯერ შეინახა მშრალად კარი,გუნდს დაუბრუნდნენ გუტი და კაკა და ფეხბურთელებს თოვლში მოუწიათ თამაში.კაკას 29 ნოემრის შემდეგ არ უთამაშია,იგი "მალიორკასთან" სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა,გამოვიდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" და არც თუ ურიგოდ გამოიყურებოდა,შეცვლილი იქნა 68 წუთზე.ვიცე კაპიტანმა კი მოედანზე მხოლოდ 8 წუთი დაჰყო.გუტი 2 თვე ნახევრის უთამაშებელი გახლდათ.ბოლო მატჩი მან 27 ოქტომბერს ჩაატარა,ავად სახსენებელ "ალკორკონთან".მწვრთნელის სანქციას,მისი ტრამვაც დაემატა,რომელიც მან იგუანთან შეჯახებისას მიიღო ვარჯიშზე.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 11 იანვარი 2010
- 2 158
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.