ნავასისთვის ახალი კონტრაქტი მზადდება
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო.
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის მთავარმა სამიზნემ, დავიდ დე ხეამ მანჩესტერ "იუნაიტედთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მადრიდის "რეალმა" ესპანელი კიპერის გადმობირების შანსი პრაქტიკულად გაუშვა ხელიდან.
სწორედ ამიტომ, პერესმა დაიწყო გამოსავლის ძიება. ამასობაში დაიწყო სეზონიც და მოხდა ის, რასაც ბევრი არ ელოდა. კეილორ ნავასმა თავისი სრულიად საფეხბურთო სამყაროს წარუდგინა და მატჩიდან მატჩამდე გასაოცარი პროგრესი აჩვენა.
კოსტა-რიკელმა კიპერმა ოთხივე ოფიციალური შეხვედრა იმდენად კარგად ითამაშა, რომ პერესმა მისი დატოვება, კონტრაქტის გახანგრძლივება და სახელშეკრულებლო პირობების გაუმჯობესება გადაწყვიტა.
Marca.com
- 17 სექტემბერი 2015
- 3 135
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.