„გრანადასთვის“ მზადება დიდი დანაკლისის ფონზე გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გამართეს...
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად გუნდის ლიდერები არ იმყოფებოდნენ. სერხიო რამოსი, გარეთ ბეილი, დანილო და ხამეს როდრიგესი აღდგენით პროცესს გადიან, მათი დაბრუნების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ასევე კოლექტივთან ერთად არ იყო რაფაელ ვარანი, ის განცალკევებით ემზადებოდა.
რაფაელ ბენიტესმა გუნდში რამდენიმე კასტილიელი გამოიძახა, მათ შორის ოდეგაარი და მარკოს ლიორენტე.
გახურების შემდეგ ფეხბურთელებმა ბურთის კონტროლსა და ტაქტიკურ სვლებზე გააკეთეს აქცენტი.
ბენიტესი მოთამაშეებ ინდივიდუალურადაც აძლევდა რჩევა-დარიგებებს.
- 17 სექტემბერი 2015
- 2 299
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.