მესი და რონალდო აქ არიან !
კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი პრიმერა დივიზიონის - ორი ბურჯი.
მოგეხსენებათ პირველი ორი ტურის განმავლობაში, ლა ლიგისა და სრულიად თანამედროვე ფეხბურთის ორი უდიდესი ვარსკვლავი, მესი და რონალდო გოლების გატანას ვერ ახერხებდნენ. პირველ ორ შეხვედრაში მათ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს, რაც პირველი შემთხვევა იყო.
აქამდე ყოველ წელს, პირველი ორი ტურის ფარგლებში ერთ-ერთი ფეხბურთელი მაინც ახერხებდა გოლის გატანას. წელს კი ეს ვერცერთმა შეძლო, რის შედეგადაც კრიტიკოსებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მესის და რონის დრო წავიდა.
გუშინ გაიმართა ლა ლიგის მესამე ტური. პორტუგალიელი ფეხბურთელი გამოვიდა მინდორზე და ხუთი ბურთის გატანა შეძლო. თავის მხრივ თავი გამოიჩინა აგრენტინელმა სუპერ ვასკვლავმაც, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეცვლაზე შემოვიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
მესიმ და რონალდომ გუშინ კრიტიკოსები გააჩუმეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ისინი მადვილად დიდ სანახაობას სძენენ პრიმერა დივიზიონს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.
Marca.com
- 13 სექტემბერი 2015
- 10 838
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.