ენცო: "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი"
"რეალ მადრიდ კასტილიას" ფეხბურთელმა, ენცო ზიდანმა კვირას გასამართ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ზინედინ ზიდანის შვილი "კასტილიას" ლიდერად ყალიბდება და მისი განცხადებით, "სოსიედადის" B აუცილებლად დაამარცხებენ.
"გასულ შეხვედრაში დამაჯერებლად ვითამაშეთ. სამწვრთნელო შტაბი ჩვენი ასპარეზობით კმაყოფილი იყო და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სწორედ ამ ტემპში მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სტარტი და იმედი მაქვს მომავალშიც ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ."
"მომდევნო მატჩი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც "სოსიედედას" B-ს დავუპირისპირდებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტოქე დავამარცხოთ და მორიგი მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვოთ."
Bernabeudigital.com
- 12 სექტემბერი 2015
- 2 255
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.