პერესი მორატაზე სერიოზულად ფიქრობს
მას შემდეგ, რაც ალვარო მორატამ მეორე ტურინული სეზონიც ეფექტურად დაიწყო, ფლორენტინო პერესს ფიქრის საფუძველი მიეცა...
გუნდში ცხრიანის პოზიციაზე მხოლოდ კარიმ ბენზემაა განთავსებული, სეზონი კი ძალიან გრძელი და მომქანცველი იქნება, რაც ნამდვილად აძლევს პრეზიდენტს ნერვიულობის „უფლებას“.
პერესი მორატას დამატებაზე დაფიქრდა.
იმ შემთხვევაში, თუ „რეალმა“ საკუთარი აღზრდილის დამატებაზე გადაწყვეტილება მიიღო, იტალიური კლუბი უძლური იქნება, ვინაიდან კონტრაქტით გათვალისწინებულია, რომ 35 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, ესპანელი თეთრ მაისურს ჩაიცვამს.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ „იუვემ“ ალვაროს სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა, აქედან გამომდინარე, ფლორენტინო პერესს მხოლოდ 15 მილიონით მოუწევს ჯიბის გათხელება.
- 10 სექტემბერი 2015
- 5 165
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.