კროოსს დასვენება სჭირდება
ტონი კროოსი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მადრიდის "რეალის" სათამაშო სქემაში და დიდი სათამაშო დროის გამო "თეთრების" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი "ესპანიოლთან" მომავალ მატჩში გერმანელის დასვენებას გეგმავს.
სანაკრებო ბატალიები დასრულებულია. გერმანიის ნაკრებმა საკმაოდ სარფიანი შედეგები აჩვენა, მაგრამ ამ ყველაფერს ფეხბურთელთა დაღლაც მოჰყვა. ტონი კროოსის დასვენება ნამდვილად უპრიანი იქნებოდა, ვინაიდან მასზე უდიდესი დატვირთვა მოდის.
არ არის გამორიცხული, გერმანელმა ფეხბურთელმა, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს და მატჩში კაზემირო ჩაერთო. ამასთანავე, სარგებლის მომტანია კროოსის დასვენება, რადგან ძალიან მალე "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას დონეცკის "შახტართან" შეხვედრით დაიწყებს.
წყარო: Merengues
- 9 სექტემბერი 2015
- 1 829
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.