მოდრიჩი იუბილარია
ლუკა მოდრიჩს 30 წელი შუსრულდა
შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევრმცველი ჟოზე მოურინიოს დროს, "ტოტენჰემიდან" გადმოვიდა, 40 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ. მოდრიჩი პერესის განხორციელებული ტრანსფერებიდან ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან წლების მანძილზე, მან გუნდის მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება შესძლო და შუცვლელი ფიგურა გახდა.
ლუკა მოდრიჩი, 1985 წლის 9 სექტემბერს დაიბადა, ქალაქ ზადარში და მისი ახალგაზრდული კარიერაც ზადარის საფეხბურთო დუბლების როგებში დაიწყო, მისი შემდეგი გუნდი "ზაგრების დინამო" გახლდათ(2003-2008წწ). 5 წლის განმავლობაში იგი ორჯერ იყო არენდით წასული, ჯერ "ზრინსკში", ხოლო შემდეგ "ინეტრ ზაპრეშიჩში". 2008 წელს ლუკა "ტოტენჰემში" გადაბრგდა და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი ვარსკვლავური კარიერა. მისმა ექსცენტრიულმა თამაშმა ბევრის ყურადღება მიიქცია, მაგრამ საბოლოოდ მოურინიოს თაოსნობით, 2012 წელს იგი მადრიდის "რეალში" მოვიდა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.
ლუკამ 3 წლის განმავლობაში "ბლანკოსთან" ერთდ მოიგო: უეფას ჩემპიონთა ლიგა(2013-2014), უეფას სუპერ თასი(2014), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი(2014), კოპა დელ რეი(2013-2014) და ესპანეთის სუპერთასი(2012).
ამ წლების განმავლობაში მოდრიჩი "ბერნაბეუს" თეთრი პუბლიკის საყვარელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, ხოლო ტრიბუნები მის სახელს ყოველთვის გულმხურვალედ სკანდირებენ.
მინდა მადრიდისტების სახელით ლუკას ვუსურვო ჯანმრთელობა და უამრავი სიხარული, რომელიც მადრიდელთა ტიტულების დაუფლებით იქნება გამოწვეული.
- 9 სექტემბერი 2015
- 2 384
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.