მანჩესტერი დე ხეას არ გაუშვებს
The Sun-ის ჟურნალისტის ინფორმაციით მანჩესტერ იუნაიტედი არ აპირებს დე ხეას გაშვბას.
ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ამჟამინდელი კლუბი უფლებას მისცემდა ზამთარშივე გადაბარგებულიყო მანჩესტერში, მაგრამ ვან გაალმა ფეხბურთელის თხოვნა არ გაითვალისწინა. ჰოლანდიელი მწვრთნელის აზრით, ზამთარში მეკარის გაშვება დაუშვებელია, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია სათანადო შემცვლელის პოვნა. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელს ორი ვარიანტი რჩება, დაელოდოს შემდეგ ზაფხულს და უფასოდ გადავიდეს რეალში, ამასთანავე რისკის ქვეშ დააყენოს მისი ევრო2016-ზე ასპარეზობა. ან მოაწეროს კონტრაქტს ხელი, ითამაშოს ევრო2016 ზე და კვლავ ვან გაალს დაუტოვოს საკუთარი ბედის სადავეები.
შეგახსენებთ, მანჩესტერი რეალის სამი ლიდერით ინტერესდება, ამავდროულად კვლავ არ აძლევს დე ხეას კლუბის გამოცვლის საშუალებას.
- 7 სექტემბერი 2015
- 2 922
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.