მანჩესტერი რეალის სამ ფეხბურთელს უმიზნებს
ბრიტანული გამომცემლობების, Daily Mirror და Daily Star-ის ინფორმაციით, იუნაიტედი მადრიდის რეალში რეიდის განხორციელებას და სამი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ფიქრობენ შეტევის გაძლიერებას ორი მადრიდელი წინახაზელით. პრიორიტეტი გარეთ ბეილის გადაბირება იქნებ და თუ რეალმა უარი განაცხადა, მაშინ რონალდოს ტრანსფერზე დაიწყებენ მუშაობას. იდეალურ შემთხვევაში ორივე შემტევის გაწითლება სურთ ბრიტანელებს.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ეშმაკებმა თვალი დაადგეს რაფაელ ვარანია. ფრანგი მცველის სანაცვლოდ ისინი მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. სავარაუდოდ სამივე ტრანსფერზე მუშაობას შემდეგ ზაფხულში დაიწყებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტი განრისხებულია მანჩესტერ იუნაიტედზე, ნისლიანი ალბიონის მკვიდრნი იმედიანად უყურებენ მომავალ ზაფხულს და სჯერათ, რომ წყენა წარსულში დარჩება, „რეალი“ კი ასტრონომიულ თანხას მიიღებს.
- 7 სექტემბერი 2015
- 4 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.