ვარანი: "ნაკრებში ყველაფერი რიგზეა"
მადრიდის "რეალის" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"პორტუგალიის მინიმალური ანგარიშით დამარცხებამ (0-1) დამაჯერებლობა შეგვმატა. ყოველ გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი სტიმული და მოტივაციაა. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ და ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შევიდეთ."
"ჩვენი ნაკრები ერთ მუშტად არის შეკრული. ამ დროს კი უძლიერესი მოწინააღმდეგეც უძლურია. თავს კარგად ვიცავთ და შეტევაშიც ორგანიზებულად ვმოქმედებთ. ევრო 2016-ზე წარმატებეას აუცილებლად მივაღწევთ, თუ ნაკრების თითოეული წევრი მაქსიმალურად დაიხარჯება."
Bernabeudigital.com
- 6 სექტემბერი 2015
- 1 817
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.