დი მეკო: "გვეგონა, რომ ბენზემა პორტუგალიასთან ვერ ითამაშებდა"
ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა დი მეკომ კარიმ ბენზემაზე და მის ტრავმაზე ისაუბრა.
"ყველა დარწმუნებულები ვიყავით, რომ ბენზემა პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებდა, რადგან მას ერთი თვე უმძიმესი ტრავმის გამო გაუცდა და უქმობდა. მადრიდის "რეალის" ექიმების დამსახურებით კარიმი უკვე სრულად არის გამოჯანმრთელებული და როგორც ჩანს დამაკმაყოფილებელ ფორმაშიც იმყოფება."
"ევრო 2016-ის დაწყებამდე ჯერ კიდევ ცხრა თვე არის დარჩენილი და ვფიქრობ გაუმართლებელი იქნება იმაზე საუბარი თუ რა შემადგენლობით გამოვა საფრანგეთის ნაკრები ამ გათამაშებაში. პორტუგალიასთან მატჩიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბენზემა ნაკრების ლიდერია და იგი აუცილებლად მოხვდება განაცხადში."
Bernabeudigital.com
- 6 სექტემბერი 2015
- 1 446
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.