ბენზემა: "სასურველ დონემდე მივაღწიე"
კარიმ ბენზემას განცხადებით მისი სათამაშო დონე იმ ნიშნულამდე აიწია, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა.
"პორტუგალიის ეროვნული ნაკრების დამარცხება შევძელით. ძალიან მძიმე მატჩი გამოდგა, თუმცა ჩემს თავში მოვძებნე ძალა, რომლის მიხედვითაც მეტოქე დავამარცხეთ. ჩემი ფეხები ცოტა შენელებულია, თუმცა ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან პრაქტიკულად ოთხი თვე ტრავმის გამო უქმობა მიწევდა. დარწმუნებული ვარ ნელ-ნელა მოვუმატებ."
"მადრიდის "რეალში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ. სხვალ კლუბში გადასვლაზე არ ვფიქრობ და არც შემოთავაზებებს განვიხილავ. ჩემი სამომავლო გეგმა "ბლანკოსთან" ერთად ტიტულების მოპოვებაა. სამეფო კლუბში იმ დონის ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი, რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი."
Bernabeudigital.com
- 6 სექტემბერი 2015
- 1 964
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.