გაგომ ჭორები უარყო
მადრიდის "რეალის" არგენტინელმა ნახევარმცველმა, ფერნანდო გაგომ უარყო ჭორები, მისი გუნდიდან წასვლის შესახებ.
"არც მე და არც ჩემს აგენტს არ გვითქვამს ის, რომ მე გუნდის დატოვებას ვაპირებ. პირიქით მე მინდა აქ დარჩენა და ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო ძირითადი შემადგენლობისთვის."
"ჩემი თავი სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია. ძალიან მივეჩვიე აქაურობას და დიდი ხნით მინდა დარჩენა."
"მე უნდა ვივარჯიშო რაც შეიძლება მეტი, რადგან შანსი შეიძლება ყოველ წუთს გამომიჩნდეს და მის გამოსაყენებლად მზად უნდა ვიყო."
შეგახსენებთ, რომ გაგომ გუშინდელ მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
სტატიის ავტორი: EL Gio
სტატიის ავტორი: EL Gio
- 11 იანვარი 2010
- 3 066
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.