2016 წლის მთავარი სამიზნე როისი იქნება
მარკო როისი ფლორენტინო პერესის მთავარი სამიზნე იქნება მომდევნო საზაფხულო ტრანსფერების პერიოდისთვის.
მადრიდის "რეალი" უკვე იწყებს გეგმების დაწყობას 2016 წლის საზაფხულო ტრანსფერებისთვის. "ბლანკოსისთვის" ყველაზე პრიორიტეტული მარკო როისის გადმობირება იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კრიშტიანო რონალდო სამეფო კლუბს დატოვებს.
"დორტმუნდის" ფეხბურთელი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმყოფება პერესის თვალდახედვის არეალში, თუმცა მის დაყოლიებას მადრიდელთა პრეზიდენტი ვერ ახერხებს. წელს კი დონ ფლორენტინო უკან არაფერზე დაიხევს გერმანელი ნახევარმცველის გასაფორმებლად.
Bernabeudigital.com
- 6 სექტემბერი 2015
- 2 702
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.