მატას მამა: "ყველაფერი "რეალის" დამსახურებით მოხდა"
ხუან მატას მამის განცხადებით, რომ არა მადრიდის "რეალი", მისი შვილი ამ დონის ფეხბურთელად ვერ ჩამოყალიბდებოდა.
"ჩემი შვილის კარიერაში იყო აღმავლობებიც და იყო რთული პერიოდიც. მან შეძლო ტიტულების მოპოვება. ხუანმა მადრიდის "რეალში" ისწავლა ფეხბურთის თამაში და სწორედ სამეფო კლუბის აკადემიის წყალობით ჩამოყალიბდა მაღალი დონის ფეხბურთელად."
"რა თქმა უნდა, რთული იყო "ვალენსიას" დატოვება, აგრეთვე ურთულესი იყო "ჩელსიდან" მანჩესტერ "იუნაიტედში" გადაბარგებაც... მიუუხედავად ყველაფრისა, ჩემი შვილის კარიერის ამომავალი წერტილი და წარმატების საფუძველი მადრიდის "რეალის" აკადემიაში მიღებულ რჩევა-დარიგებები შეიძლება ჩაითვალოს."
Bernabeudigital.com
- 5 სექტემბერი 2015
- 4 073
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.