მანჩესტერმა ბეილი უნდა დაივიწყოს
ზაფხულში ვან გაალი გამალებით ცდილობდა უელსელი ფეხბურთელის შეძენას, მაგრამ ფეხბურთელმაც და სამეფო კლუბმაც თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი სპეციალისტი კლუბის გაძლიერებას მხოლოდ ვარსკვლავებით აპირებს, მათ შორის მოიაზრებიან გარეთ ბეილი და ნეიმარი. სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, თეთრებს შეიძლება განეხილათ უელსელის ტრანსფერი, მაგრამ ახლა პერესი მანჩესტერთან ყველანაირ თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი ინგლისურ კლუბს აბრალებს დე ხეას ტრანსფერის ჩავარდნას, მათგან შემოსული არც ერთი წინადადების განხილვას არ აპირებს. იქნება ეს გარეთ ბეილი თუ სხვა მადრიდელი ფეხბურთელი. პერესმა ჯიუტად განიზრახა წიეთელ ეშმაკებთნ ყველანაირი კონტაქტის და კავშირის გაწყვეტა.
აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალი კონპენსაციის სახით დე ხეას 3 მილიონ ფუნტს გადაუხდის, თუ ეს უკანასკნელი იუნაიტედთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. აღნიშნული თანხა მოლაპარაკების შედეგად შეიძლება გაიზარდოს კიდეც.
- 4 სექტემბერი 2015
- 2 207
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.