პოლ მერსონი: "არსენალს ბენზემა უნდა შეეძინა"
არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა, მისი აზრით გუნდს გაძლიერება სჭირდება და საუკეთესო კანდიდატი კარიმ ბენზემა იქნებოდა.
"გუნდმა მხოლოდ ჩეხი შეიძინა, რა თქმა უნდა ამ ტრანსფერმა გააძლიერა მეთოფეები, მაგრამ ტიტულისათვის ბრძოლას უფრო დიდი რესურსი სჭირდება. საუკეთესო ვარიანტი კარიმ ბენზემას შეძენა იქნებოდა, მაგრამ არსენალის ხელმძღვანელებმა სათანადო თანხა არ შესთავაზეს სამეფო კლუბს."
"იმ შემთხვევაში, თუ მეთოფეები 75 მილიონს შესთავაზებდნენ, ბლანკოსი აუცილებლად დაფიქრდებოდა ფეხბურთელის გაშვებაზე. უარის შემთხვევაში კი ეცოდინებოდათ, მაინც რომ ისეთი ფეხბურთლის შეძენა გადაწყვიტეს, რომელიც არ იყიდება და გულშემატკივრების წინაშეც მართალი იქნებოდნენ."
"ახლა გამოდიან და იძახიან, კლუბები ფეხბურთელებს არ ყიდიანო, საკითხავია მოლაპარაკების პროცესში რა თანხას სთავაზობდნენ ფეხბურთელებში. ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის. ჩემი აზრით ისინი ფანებს ატყუებენ, რადგან არსენალის ბოსებს ჯიბის შეთხელება არ უნდათ და მხოლოდ 10 მილიონის დახარჯვით შემოიფარგლნენ."
- 4 სექტემბერი 2015
- 1 495
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.