პერესი: "დე ხეას ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა"

ფლორენტინო პერესმა Cadena SER-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც სრულად გთავაზობთ

"რეალის" პარტნიორების დამოკიდებულება დე ხეას ირგვლიმ მომხდარ ამბებთან: "ჩვენ ისინი საქმის კურსში ჩავაყენეთ. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გამოვაქვეყნეთ, სადაც დაწვრილებით იყო ახსნილი, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ესპანური კლუბებისთვის სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე 12 საათით ადრე ისინი გვიკავშირდებიან მენდეშის საშუალებით და გვეუბნებიან, რომ მოლაპარაკებების გასამართად მზად არიან. ჟოსე ანხელ სანჩესი მაშინვე რეკავს მანჩესტერში და დეტალებს სულ რაღაც ნახევარ საათში ათანხმებს. "იუნაიტედმა" იცოდა, რომ ფეხბურთელს არ სურდა მათთან მოლაპარაკებების გამართვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ეს არ იყო სპორტული გადაწყვეტილება, მას ნათქვამი ჰქონდა, რომ სურდა ესპანეთში დაბრუნება. არც დავიწყებდით მოლაპარაკებებს, მათ ამის სურვილი რომ არ გამოეთქვათ. უბრალოდ შეეძლოთ ჩვენთვის ეთქვათ, რომ მისი გაყიდვა არ იგეგმებოდა...ჩვენ ყველა კლუბის გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით."

დე ხეას ირგვლივ განვითარებული მოვლენები: "დე ხეამ გამოთქვა სურვილი, რომ ესპანეთში დაბრუნებულიყო და ჩვენ ამ შანსის ხელიდან გაშვება არანაირად არ შეგვეძლო. თანხაზეც ვთანხმდებოდით "მანჩესტერ იუნაიტედთან" , მაგრამ შემდეგ ყველამ იცით , რაც მოხდა."

შეთანხმების თანხა: "რაც ხელშეკრულებაში ეწერა , ეს იყო შეთანხმება ორ კლუბს შორის, რომელშიც ფეხბურთელები იყვნენ ჩართულები. ჩვენ დე ხეაში ვიხდიდით გარკვეულ თანხას და ვთავაზობდით კეილორ ნავასს. მათ მოსაფიქრებლად და დოკუმენტების გადმოსაგზავნად რვა საათი დასჭირდათ, არ ვიცი იქ რა მოხდა, ვინ გახდა ავად. ვფიქრობ, რომ ბევრი სამუშაო ჰქონდათ. დარჩენილი დრო უკვე ძალიან მცირე იყო. სიმართლეს გეტყვით, ჩვენ დოკუმენტების ატვირთვა 0:02 სთ-ზე ვცადეთ, ხოლო მათ დოკუმენტები 0:00-ზე ატვირთეს, რისი დანახვაც თავისუფლად შეიძლება ფიფა-ს , "იუნაიტედის" და ჩვენი საშუალებით. არ მინდოდა ყველაფრის საჯაროდ გამოტანა. მათ ჩვენ დოკუმენტები 0:00 და 0:02 სთ-ზე მოგვაწოდეს, ხოლო პროგრამა ავტომატურად იხურება 23:59:59 სთ-ზე. ფიფაში გავაგზავნეთ ყველაფერი. რაც მოხდა, ეს მხოლოდ უპატივცემლობა და სირცხვილია. არ მინდა ვინმეს დადანაშაულება, მაგრამ არ მესმის რვა საათი რაში დასჭირდათ მოსაფიქრებლად და რატომ მოგაქვს ვაჭრობა მაინცდამაინც ბოლო 12 საათისთვის."

რა მოხდა სინამდვილეში: "თუ ვინმეს სურს ფეხბურთელის ყიდვა და ეუბნები, რომ არ იყიდება, გამოდის არ იყიდება ფეხბურთელი და მორჩა. სწორედ ამას გვეუბნებოდნენ ისინი 31 აგვისტომდე. შეგვეძლო გვეთქვა, რომ არ ვიყავით დაინტერესებულები, მაგრამ ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით გაგვიჭირდებოდა. არამგონია, რომ ურთიერთუპატივცემლობას ჰქონოდა ადგილი, უბრალოდ ჩემი აზრით, მათ გამოცდილება აკლიათ. ანალოგიური რამ მოხდა წინა წელს კოენტრაუსთან და "ატლეტიკოს" ფეხბურთელ ანდერ ერერასთან დაკავშირებითაც.

კოენტრაუს შემთხვევა: "დე ხეას შემთხვევის ანალოგიური იყო. იგივე ყველაფერი. როგორც ჩანს, ესაა კლუბი, რომელსაც გამოცდილება აკლია."

დაინტერესება დე ხეათი: "ერთ წელზე მეტია, რაც დე ხეათი ვართ დაინტერესებულები, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ "რეალისთვის" და დე ხეასთვის ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. შემდეგ მგვყავს კეილორი, რომელიც ჩვენთვის დიდებული შენაძენია."

ბენიტესი იყო თუ არა საქმის კურში: "არ ვიცი , ვინაიდან ამის შესახებ არც არაფერი არ ვიცოდით 31 აგვისტომდე. ძალიან მოკლე დროში მოხდა ყველაფერი."

დე ხეას მომავალი: "ეს რაც მოხდა, ძალიან ცუდია, შესაბამისად მისი ბედის შესახებ არაფერი არ ვიცი. ძალიან მცირე დრო გავიდა იმისთის, რომ მის მომავალზე ვილაპარაკოთ."

დე ხეას განწყობა: "არ მისაუბრია მასთან. სანჩესი ესაუბრა. იმედგაცრუებული იქნება, ისევე როგორც მე, ვინაიდან როგორც მე, ისიც მოუთმენლად ელოდა აქ გადმოსვლას."

ეს ყველაფერი მისი შეძენით დასრულებდა? "ნებისმიერი, ვინც იტყვის, რომ მე უკან დავიხიე, ის იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც ხალხით თამაშობს."

კეილორი დათანხმდა თუ არა "იუნაიტედის" წინადადებას: "კეილორმაც არაფერი არ იცოდა 31 აგვისტომდე, ისე როგორც თითოეულმა ჩვენგანმა. მას აქვს ნდობა და სიყვარული ჩვენი მხრიდან. იმ დღეს მე მას ვესაუბრე. ეს მოლაპარაკებები იყო და მთავარი იყო, რომ ყველა მხარე კმაყოფილი და ბედნიერი დარჩენილიყო."

"იუნაიტედი" ამბობს, რომ მათ დახმარება სურდათ: "ეს კარგად ჟღერს ეხლა, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. ფაქტი ერთია, რომ დოკუმენტები მივიღეთ გვიან, მაის შემდეგ ველაპარაკეთ ლიგის პრეზიდენტსაც, ფიფას გენერალურ მდივანსაც, მაგრამ უკვე გამოსავალი არ იყო, ვინაიდან ეს ფეხბურთის წესებია. უკვე ყველამ იცოდა, რომ სხვა გზა არ არსებობდა."

რაბუნებრივი ტრანსფერი: "ძალიან ბევრი ტრანსფერი მაქვს განხორციელებული და პრობლემები არ მქონია. მინდოდა ვიეირას , რიბერის თავის დროზე მოყვანა, მაგრამ არ გამომივიდა. ყველაზე ცუდი და იმედგამაცრუებელი რაც იყო, არის ის, რომ მათ მზადყოფნა გამოთქვეს ვადის ამოწურვამდე თორმეტი საათით ადრე. ვერ დავივიწყებდი იმას, თუ რაც მოხდა წინა წელს, ამიტომაც ვუთხარი მათ, რომ მგონი წელსაც ფეხბურთელის შეძენას ვერ შევძლებთქო. მე "იუნაიტედს" ვიცნობ მას შემდეგ, რაც იქ მუშაობდნენ პეტერ კენიონი, დავიდ გილი, ალექს ფერგიუსონი. ველაპარაკე სერ ალექსაც. ის ბედნიერია, რომ იმ თანამდებობაზე მუშაობს, რაზეც ეხლა არის."

ურთიერთობა "მანჩესტერ იუნაიტედთან": "კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე სიმართლე უნდა მეთქვა და ასეც მოვიქეცი, ხალხი შეიძლება ფიქრობდეს, რომ თორმეტი საათი ბევრია, მაგრამ ესე არ არის. მთელი 31 აგვისტოს დღე მხოლოდ ხელმოწერების მოგროვებაში გავატარე, მეც მთელი დღე კონტრაქტებს ვაწერდი ხელს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით. უკვე ვემზადებოდით წარდგენისთვისაც, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ჩაგვეშალა. ანალოგიური რამ მოხდა წინა წელს ანდერ ერერასა და კოენტრაუს შემთხვევაში. ვიფიქრეთ, რომ წინა წლის გამოცდილებისგან მათ ისწავლეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მომხდარა."

მიმოხილვა: "ყველამ ვიცოდით, თუ რაზეც მივდიოდით, რომ ეს ტრანსფერი ჩაშლილიყო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდებოდით."

წინასასეზონო მზადება ავსტრალიაში და მისი კომპანია ACS: "ვიცი , რაზეც მესაუბრებით. არსებობს ხალხის ჯგუფი, რომლებიც მთელი დღე გაიძახიან , რომ მე ხამესი კოლუმბიიდან მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე, თითქოს იქ სანაცვლოდ სამშენებლო პროექტები მიიღო ჩემმა კომპანიამ. ასეთ ხალხს მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ უყურონ "რეალის" თამაშს და ნახავენ, რისთისაც მოვიყვანე ხამეს როდრიგესი და დაანებონ დღის მანძილზე უსაქმურობას თავი. "რეალი" მარტო ესპანეთისთვის არ არის, ხალხს მისი ნახვა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე და ქვეყანაში სურს, სწორედ ამ მიზნით და კლუბის პოპულარიზაციისთვის იგეგმება წინასასეზონო ტურები."

მასზე თავდასხმები: "მე ის მაღელვებს, რომ მე კი არ მესხმიან თავს, არამედ ასეთ ხალხს სურთ, რომ "რეალს" მიაყენონ ზარალი. ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მათ ვუმკლავდებით და კლუბიც მუდმივ აღმასვლას განიცდის. არ ვჩივი, ვინაიდან ვიცი, რომ ადამიანი, რომელიც "მადრიდის რეალის" პრეზიდენტი ხდება, მზად უნდა იყოს ამისთვის. მე ის მეწყინა უფრო, რომ როცა "მადრიდის რეალმა" 5:0 მოიგო, კრიშტიანო რონალდუმ ვერ შეძლო გოლის გატანა და მის წინააღმდეგ მაშინვე დაიწყო კამპანია. როგორც ყოველთვის ვამბობ, ნუ ესხმით თავს "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებს და კლუბის წევრებს, ვინაიდან ეს ზიანს "რეალს" აყენებს და არა კონკრეტულად ამა თუ იმ პიროვენბას. არის ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ბევრი ახალგაზრდა ხალხი, ვისაც მხოლოდ ჭორებზე და სიბინძურეზე სურს კარიერის აწყობა... გგონიათ, რომ უცხოური პრესა გვაკრიტიკებს და გვიტებს ასე ხშირად და ასე ურცხვად? კატალონიაშიც კი უკვირთ, რომ "რეალს" ტალახს ასე უსირცხვილოდ ესვრიან მადრიდული პრესის წარმოამდგენლები. "რეალი" ყველაზე პრესტიჟული და ღირებული კლუბია მსოფლიოში და არავის არ ესმის, როგორ შეიძლება , რომ შენი ქალაქის პრესა შენზე მუდმივ ტალახის სროლაში იყოს. ძალიან ბევრი საზიზღარი რამეები იწერება. გაიხსენეთ , თუნდაც მაშინ, როცა ბეილი მოსული არ იყო და აქაური ჟურნალისტები მის თიაქარზე საუბრობდნენ. ანალოგიურია ხამესის შემთხვევაში, ნებისმიერ მის გოლს შეხედეთ და მერე ისროლეთ ჩვენი მისამართით ტალახი. არის ძალიან ბევრი ფეხბურთელი, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ გაუძლებს აქაურ ზეწოლას და სწორედ ამიტომ, არ მინდა ასეთი ფეხბურთელები იყვნენ ჩემს კლუბში.

ანჩელოტი: "ანჩელოტისთან შემდეგ არ მისაუბრია. მგონი ეხლა ვანკუვერშია."

სატელევიზიო უფლებები: "ეს არ არის სიმართლე, ვინაიდან "მადრიდის რეალს" მხოლოდ სურს, რომ უფრო მეტი ფული შემოვიდეს ამ საქმეში ესპანეთში. ესპანეთის ლიგა საუკეთესოა მსოფლიოში და მუდმივად უნდა ვიმუშაოთ მის გაძლიერებაზე. მე ყველას გვერდით დავუდგები. ვილარს არაფერს არ ვერჩი, არც ტებას, მაქვს იმის უფლება, რომ გამოვხატო ჩემი აზრი და ამას ვაკეთებ კიდევაც. ვმუშაობთ პრობლემების მოგვარებაზე"

სერხიო რამოსი: "არაფერი არაა სალაპარაკო. ამ ზაფხულს და ყოველ ზაფხულს ძალიან ბევრ სიცრუეს ამბობენ, მაგრამ არაფერიც არ ხდება. იწერებოდა, რომ ის მიდიოდა , მაგრამ ასე არ მოხდა. ფიქრობთ, რომ მე გადაწყვეტილებებს შიშის გამო ვღებულობ? მე არ ვზრუნავ იმაზე, რომ შეიძლება რამე დამემუქროს, ერთადერთი ფეხბურთელებზე ვზრუნავ. შეგიძლიათ დამიჯეროთ."

ბენიტესი ანჩელოტის შემდეგ: "ვთქვი, რომ არ მისაუბრია ანჩელოტისთან. მისი პროექტი დასრულდა. კარგი დრო გვიდგას, დიდებული გუნდი გვყავს. ბენიტესი "მადრიდის რეალისთვის" იდეალური არჩევანია. ის ერგება ჩვენს სახლს და ჩვენს ღირებულებებს. 2009-ში როცა მოვედი, მაშინაც ვაკვირდებოდით მას და ვთავაზობდით მოსვლას, მაგრამ მაშინ "ლივეპრულთან" გახანგრძლივებული ჰქონდა. იყო იმის პირობები რომ აქ მოსულიყო: ის ესპანელია, ის მადრიდიდანაა და ჩვენი ფაბრიკიდან მოდის. მას ბევრი ტიტულები გარეთ აქვს მოგებული."

"რეალი" და მისი ფინანსები: "ჩვენ არ ვართ ლიდერები ეკონომიკურაში, ჩვენ ლიდერები ვართ სპორტში. წინა წელს არ მოგვიგია ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე ვართ. ბევრი გვაკრიტიკებს ვალების გამო და ამბობენ აბსურდულ ციფრებს, თითქოს კლუბი იქცევა და ჩვენ არაფერი არ ვიცით ამის შესახებ. ჩვენი კრედიტუნარიანობა საუკეტესოა და ეს ნათელია , თუ მის ინდექსებს დააკვირდებით. ჩვენ ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად უბრალოდ არავიან არ გვაღიარებდა და თუ ვინმე საწინააღმდეგოს ამტკიცებს, მაშინ მათ ვთხოვ, მიმართონ Forbes-ს და დაუმტკიცონ თავიანთი თეორიები. დიახ, გვაქვს ვალდებულებები და მათი მოცულობა არაა მცირე, მაგრამ რამდენჯერაც დიდი ხარ, იმდენჯერ დიდი ვალდებულებები გაქვს , როგორც ეს ნებისმიერ ოჯახში ხდება. ჩვენ არ ვართ ოჯახი, რომელიც გამოიმუშავებს ერთ მილიონს და ვალდებულებები ერთ მილიონზე მეტი აქვს. აქ არ მუშაობს უბრალო ხალხი, ყველანი თავის საქმის სპეციალისტები, ჰარვარდის და საუკეთესო უნივერსიტეტების ხარისხის მფლობელები არიან"

დე ხეამ თუ არ გაახანგრძლივა: "ეს რთული საქთმელია და დღეს სალაპარაკო არ არის."

კრიშტიანოს სიბრაზე: "კრიშტიანო არ არის გაბრაზებული მას გააქვს გოლი. ის მუდამ ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ დაგვეხმაროს, როცა მისი დახმარება გვჭირდება"

ჯერარდი, ხავი და იკერი. მათი წასვლა არ იყო ერთნაირი: "ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მან გვთხოვა და გავაკეთეთ ეს, რაც შეიძლება სწრაფად. შეიძლება შევცდი, მაგრამ სიმართლე არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ არ დავეხმარეთ მას და არ ვეხმარებოდით. "პორტოში" წასვლა , როგორც მან თქვა, მისთვის ამოსუნთქვის ტოლფასი იყო."

თვითკრიტიკა: "არ მინდა , რომ ყველაფერში "მანჩესტერ იუნაიტედი" დავადანაშაულო და მხოლოდ მათ გადავაბრალო. ერთადერთი, რასაც მე ვამბობ, არის ის, რომ როცა ფეხბურთელის გაყიდვა გინდა, ამას ვადის ამოწურვამდე 12 საათით ადრე არ აკეთებ. ყველაფერი მხოლოდ მათ რატომ უნდა ემართებოდათ, თუ მართლები არიან."

ბოდიში კეილორ ნავასს: "ჩვენ კეილორთან გვქონდა საკმაოდ ნორმალური საუბარი. მათ გუშინ მძიმე დღე გადაიტანეს. ის ზრდასრული ადამიანია და მან ყველაფერი იცის, თუ რაც მოხდა."

ზიდანი მთავარ მწვრთნელად "რეალში": "რა თქმა უნდა, ამის დროც მოვა და არსებობს ამის შანსები."

100 მლნ. ევრო ბეილის სანაცვლოდ: "არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია და შეთანხმებაც არ არსებობს. ვიცით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავდა დაინტერესებას ბეილით, ბენზემათი და ვარანეთი"

პიკეს სიტყვები: "ვერაფერს გეტყვით. მე პიკე ძალიან მომწონს."

კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, უნდა ითამაშოს თუ არა "ბარსამ" ლა ლიგაში: "ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით."

წყარო: AS

  • shvela
  • 4 სექტემბერი 2015
  • 5 158
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)