პერესმა მანჩესტერი გააკრიტიკა

მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი განრისხებას ვერ მალავს დე ხეას ჩაშლილი ტრანსფერის გამო და ყველაფერში მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

"ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად დე ხეა დაზარალდა, რადგან მას ძალიან უნდოდა რეალში კარიერის გაგრძელება. 13 საათსა და 30 წუთზე მანჩესტერ იუნაიტედს უკვე მიღებული ჰქონდა კონტრაქტები. მათ კი არც მეტი არც ნაკლები, რვა საათი დასჭირდათ დოკუმენტების უკან გამოსაგზავნად."

"ნამდვილად არ მესმის რაში სჭირდება კონტრაქტების გადახედვას რვა საათი, ეს ხომ აბსურდია? აგრეთვე ისიც მაინტერესებს, თუ ინგლისელები მზად იყვნენ მოსალაპარაკებლად, რატომ დაგვთანხმდნენ ტრანსფერზე ბოლო მომენტში?"

"იკერ კასილასი ყოველთვის დადებითად ახასიათებდა დავიდ დე ხეას. გამომდინარე იქიდან, რომ მანჩესტერთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, გვეგონა, რომ ტრანსფერი წარმატებით განხორციელდებოდა."

"ჩვენ ბევრი რამ არ გვესმის, მაგრამ აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვინმე დავადანაშაულო. უბრალოდ მგონია, რომ მანჩესტერ იუნაიტედის თანამშრომლებს აკლიათ გამოცდილება, რადგან სწორედ იგივე განმეორდა ფაბიო კოენტრაოსთან დაკავშირებით გასულ სეზონში." - განაცხადა Cadena Ser-თან საუბრისას

  • Junior
  • 4 სექტემბერი 2015
  • 2 878
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)