"იუნაიტედი" პროგრამას ანახლებს
მას შემდეგ, რაც დავიდ დე ხეასთან დაკავშირებულმა ამბებმა ფართო გამოხმაურე ჰპოვა, "მანჩესტერ იუნაიტედი" პროგრამულ უზრუნველყოფას ანახლებს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიიღო გადაწყვეტილება სასწრაფოდ განაახლოს თავისი IT სისტემა მას შემდეგ, რაც "მადრიდის რეალმა" ისინი მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში და დე ხეას ტრანსფერის ხელოვნურ ჩაშლაში დაადანაშაულა.
პრემიერ ლიგის კლუბმა დღეს გამოაცხადა, რომ თანამშრომლობას იწყებს HCL Technologies-სთან , რომელიც შორს დგას Window 95 სისტემისგან, რომელსაც ისინი აქამდე იყენებდნენ.
აღნიშნული განცხადება კეთდება დე ხეას "მადრიდის რეალში" გადასვლის ჩაშლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.
მადრიდული ჟურნალ-გაზეთები და წყაროები იტყობინებოდნენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დოკუმენტები მართალია დროულად გადმოაგზავნა, მაგრამ ის ძველ ფორმაში იყო აკრეფილი , რომელიც მხოლოდ Windows 95-თან იყო თავსებადი.
აღნიშნული ინფორმაციების გავრცელებისა და დე ხეას ტრანსფერის ჩაშლიდან საეჭვოდ მცირე ხანში , "მანჩესტერ იუნაიტედი" აცხადებს, რომ ანახლებს თავის IT სისტემას.
წყარო: Telegraph
- 3 სექტემბერი 2015
- 5 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.