"მადრიდის რეალმა" 2014-15 წლები 42 მლნ. ევროს მოგებით დაასრულა
"მადრიდის რეალის" ვებ-გვერდი კლუბის 2014/15 წლების სეზონის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კლუბმა წელი 42 მლნ. ევროს მოგებით და 660 მლნ. ევროს შემოსავლებით დაასრულა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შესაბამისად 9,1 % და 9,4%-ით აღემატება
კლუბის დირექტორთა საბჭომ, რომელიც გუშინ საღამოს გაიმართა, გადაწყვიტა, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს გაიმართება გენერალური ასამბლეა, სადაც დასამტკიცებლად წარდგენილ იქნება 2014/2015 წლების ფინანსური ანგარიშგება
ანგარიშგების მიხედვითმ "მადრიდის რეალმა" 2014/15 წელი დახურა 660,6 მლნ. ევროს შემოსავლით, რაც 9,4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნული ციფრი თავის თავში მოიცავს ფეხბურთელების გაყიდვით მიღებულ შემოსავლებსაც.
საოპერაციო შემოსავალი გარდა ფეხბურთელების ტრანსფერით მიღებული შემოსავლებისა, შეადგენდა 577,7 მლნ. ევროს, რაც 5,1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2014/15 წლების EBITDA (მოგება პროცენტამდე, გადასახადებამდე, ცვეთამდე და ამორტიზაციამდე) შეადგენს 203,4 მლნ. ევროს, რაც 23,7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან და მოიცავს ფეხბურთელების ტრანსფერებიდან მიღებულ შემოსავლებსაც. ამ ბოლო მაჩვენებლის გარეშე კი EBITDA-მ შეადგინა 135,0 მლნ. ევრო, რაც საერთო შემოსავლების 23,4%-ია , ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8,4%-ით აღემატება.
მოგებამ გადასახადების გადახდამდე შეადგინა 55,9 მლნ. ევრო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15,9%-ით აღემატება. წმინდა მოგება (მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ) შეადგენს 42,0 მლნ. ევროს , რაც 9,1%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
კლუბის წმინდა ვალმა შეადგინა 95,8 მლნ. ევრო, ხოლო კლუბის ვალდებულებები გაიზარდა 41,6 მლნ. ევროთი 412,1 მლნ. ევრომდე.
წყარო: RealMadrid.com
- 3 სექტემბერი 2015
- 3 554
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.