სამეფო კლუბის ნომერ პირველი კარის მცველი

ფლორენტინო პერესი დებატებს ასრულებს დე ხეასა და კეილორ ნავასის როტაციასთან დაკავშირებით.

საქმე იმაშია, რომ პერესს დე ხეას მოყვანა სამეფო კლუბში იკერ კასილასის შემცვლელად სურდა და სწორედ ამიტომ გაუშვა "ბლანკოსიდან" ლეგენდარული კაპიტანი, თუმცა გარიგება არ შედგა და დავიდი "იუნაიტედში" დარჩა.

ყველაფერი დაიწყო 2012 წელს, როდესაც მოურინიოსა და კასილასს შორის სიტუაცია დაიძაბა. პორტუგალიელ სპეციალისტს არ მოსწონა, იკერის ავტორიტეტი და არც ის მოსწონდა, რომ "რეალის" ფეხბურთელები გარკვეულ შემთხვევებში თავიანთი კაპიტნის სიტყვებს უფრო ითვალისწინებნენ, ვიდრე მწვრთნელის.

საბოლოო ჯამში მოურინიომ კასილასი სათადარიგოთა სკამზე დასვა, ამას მოჰყვა ისიც, რომ იკერმა ხელი მოიტეხა და დიდი ხნით დაემშვიდობა აქტიურ ვარჯიშებს. საბოლოოდ, როდესაც იგი გამოჯანმრთელდა კარლო ანჩელოტიმ მას კვლავ მისცა ძირითადში თამაშის შანსი და ძველი დიდება დააბრუნებინა კიდეც.

წელს კი მადრიდისტებისთვის ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. პერესმა იკერი "პორტოში" გაუშვა და მეორე დღესვე გაიფორმა კიკო კასილია. თუმცა "რეალის" პრეზიდენტს განსაზღვრული ჰქონდა, რომ კასილასის ადგილი დე ხეას უნდა დაეკავებინა.

ბოლო პერიოდში კი სავსებით ახლოს ვიყავით რეალობასთან. დე ხეა სამეფო კლუბში გადმოვიდოდა, ხოლო "იუნაიტედში" ესპანელი კიპერის ადგილს კეილორ ნავასი შეავსებდა. სამწუხაროდ ეს გარიგება არ შედგა და ყველა თავის ადგილზე დარჩა. მართალია ნავასი "ბლანკოსის" პირველი მეკარე იქნება, თუმცა პერესს გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა გააგრძელოს და დე ხეა მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოიბიროს.

Marca.com

  • Junior
  • 2 სექტემბერი 2015
  • 4 602
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)