ტებასი: " "რეალმა" მე დამირეკა და რჩევა მთხოვა"
LFP-ს პრეზიდენტი დე ხეას საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "მადრიდის რეალმა" მას დაურეკა და დახმარება სთხოვა, რაზეც შესაბამისი პასუხი მიიღო.
ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ორშაბათ საღამოს ელაპარაკა "მადრიდის რეალს" , მაგრამ უკვე შეუძლებელი იყო ტრანსფერის დადასტურება: "მე მელაპარაკა "მადრიდის რეალი" დე ხეას საქმესთან დაკავშირებით ორშაბათ საღამოსვე და რჩევა მთხოვა, მაგრამ მათ ავუხსენი, რომ თუ ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად არ იყო ატვირთული, დახმარებას ვერ შევძლებდი. "მადრიდის რეალმა" თავისი სიტუაცია ამიხსნა , ეს არ ყოფილა ზეწოლა. მე მესმის მათი და ფეხბურთელის მდგომარეობა, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი. "მადრიდის რეალს" არ უთხოვია რაიმე სახის გამონაკლისის დაშვება, ვინაიდან მათ კარგად იციან წესები."
"იურისტი ვარ და ვიცი, რომ ამ საქმის ორი, სამი თუ ოთხი განსხვავებული ვერსია არსებობს. სიამოვნებით ვიხილავდი მას ლა ლიგაში, ვინაიდან ის უმაღლესი დონის მეკარეა, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. რაც მოხდა მოხდა, ვერაფერს შევცვლი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ "მადრიდის რეალის" ვერსია უფრო შეესაბამება სიმართლეს."
წყარო: AS
- 2 სექტემბერი 2015
- 3 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.