რამოსი:„ცხოვრება გრძელდება, დავიდმა უნდა იბრძოლოს“
სერხიო რამოსმა დავიდ დე ხეასთან და კეილორ ნავასთან დაკავშირებით ისუაბრა...
„მე ვიცოდი, რომ დავიდ დე ხეასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა. ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ ახლა უკვე ვეღარაფერს ვიზამთ. დე ხეა დღეის მდგომარეობით „რეალის“ ღირსებას არ იცავს.“
„კეილორ ნავასი ბრძოლისუნარიანი კიპერია, ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.“
„დავიდს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ცხოვრება გრძელდება და მან უნდა იბრძოლოს. არავინ იცის რა მოხდება მომავალში.“
„სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ყოველთვის აქტიურობას აქვს ადგილი. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რას ნიშნავს ხანგრძლივი მოლაპარაკებები. პრესა აჭრელებულია, ქომაგებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ, გუნდებს თავიანთი.“
„ამ ამბავმა კეილორ ნავასზე უარყოფითი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან ის საკუთარი საქმის პროფესიონალია.“
- 2 სექტემბერი 2015
- 5 403
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.