"იუნაიტედი" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
მანჩესტერ "იუნაიტედმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა დავიდ დე ხეასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ სამეფო კლუბს 00:28 საათამდე ჰქონდა შანსი ესპანელი კიპერის გადმოსაბირებლად. ინგლისურ პრესაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა მანჩესტერ "იუნაიტედის" ოფიციალური განცხადება ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.
"წითელმა ეშმაკების" გადაწყვეტილებით, დე ხეა გუნდს არ დატოვებს. მადრიდის "რეალს" ამ უკანასკნელის გადაბირების შანსი აღარ ექნება მიმდინარე სეზონში, ხოლო მომდევნო ზაფხულს "თეთრებს" ექნებათ რეალური შანსი დე ხეა უფასოდ გაიფორმონ.
Bernabeudigital.com
- 2 სექტემბერი 2015
- 10 890
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.