ოფიციალური განცხადება

გუშინდელ და დღევანდელ დღეს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, რომელიც ეხება "მადრიდის რეალის" მიერ დავიდ დე ხეას ტრანსფერს, სამეფო კლუბის ვებ -გვერდი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

1. მანჩესტერ იუნაიტედი უარს აცხადებდა ყოველგვარ მოლაპარაკებებზე დე ხეას უფლებების შეძენასთან დაკავშირებით გუშინ დილამდე.

2. "მადრიდის რეალმა", მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო ამ მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლაში და საბუთების დროულად ვერ მოწესრიგებაში, მაინც ინიციატივა აიღო საკუთარ თავზე და დაიწყო ტრანსფერზე მუშაობა.

3. როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაერთო მოლაპარაკებებში, მათ დაიწყეს თავის მხრივ საუბარი "მადრიდის რეალის" ფეხბურთელ კეილო ნავასთან და მის წარმომადგენლებთან, რომლის ჩართვაც სურდათ სატრანსფერო შეთანხმებაში და შეგვატყობინეს ამის შესახებ;

4. "მადრიდის რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ფეხბურთელების ტრანსფერთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მოძიებულ და შეგროვილ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც ასატვირთი იყო ფიფას ტრანსფერების მართვის პროგრამაში (TMS) და გადასაგზავნი იყო LFP-სთვის, "მადრიდის რეალმა" ესპანეთის დროით 13:39 საათზე გაუგზავნა ყველა დოკუმენტი შესათანხმებლად "მანჩესტერ იუნაიტედს"

5. "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი შენიშვნები შეთანხებასთან დაკავშირებით მოგვაწოდა რვა საათის დაგვიანებით 21:43 საათზე ესპანეთის დროით. აღნიშნული მოიცავდა მცირედი შენიშვნებს შეთანხმებაში, რაც უმნიშვნელო იყო და "მადრიდის რეალმა" მაშინვე მოახდინა ამ შენიშვნების გათვალისწინება, რათა დროულად მომხდარიყო ფეხბურთელის დარეგისტრირება, როგორც ფიფას ტრანსფერების მართვის პროგრამაში, ასევე LFP-ში.

6. "მადრიდის რეალმა" დე ხეასა და კეილორ ნავასის მიერ ხელმოწერების შემდეგ, ინგლისურ მხარეს შეთანხმება გაუგზავნა ესპანეთის დროით 23:32 საათზე და ელოდებოდა საბოლოო დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილი იქნებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ;

7. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კეილორ ნავასის წარმომადგენლებთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია ესპანეთის დროით 23:53 საათზე და სწორედ ამ დროს გააგზავნეს მათ შეთანხმება ფეხბურთელთან ხელმოსაწერად;

8. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ესპანეთის დროით 00:00 საათზე დე ხეასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტები ატვირთა ფიფას ტრანსფერების მართვის პროგრამაში (TMS) ,მაგრამ არ ატვირთულა კეილორ ნავასთან გაფორმებული შეთანხმება. "მადრიდის რეალი" აღნიშნულ შეთანხმებას ღებულობს 00:02 საათზე ესპანეთის დროით, ცდილობს TMS (ტრანსფერების მართვის პროგრამა) სისტემაში მათ ატვირთვას, მაგრამ ის უკვე დახურულია.

9. ესპანეთის დროით 00:26 საათზე ფიფას TMS პროგრამა საშუალებას აძლევს "მადრიდის რეალს" შეავსოს დავიდ დე ხეას შესახებ მონაცემები , ვინაიდან ამ დროს სისტემა ღია იყო ინგლისური მხარისთვის. მიუხედავად იმისა, რომ "მადრიდის რეალმა" იცოდა ფეხბურთელის რეგისტრაციის დრო გასული იყო, ის მაინც აგზავნის ხელშეკრულებას პროფესიონალურ ფეხბურთის ლიგაში.

10. ერთი სიტყვით, "მადრიდის რეალმა" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რაც მას შეეძლო, რომ ეს ტრანსფერი განხორციელებულიყო.

წყარო: RealMadrid.com

  • shvela
  • 1 სექტემბერი 2015
  • 10 135
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)