დუნგა მარსელოს ნაკრებში გამოიძახებს
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელოს უხმო.
საქმე იმაშია, რომ "ატლეტიკოს" მცველი, ფელიპე ლუისი კუნთის ტრავმის გამო თამაშს ვერ ახერხებს, მის შემცვლელად კი დუნგამ "რეალის" ფეხბურთელი გამოიძახა, რომელიც 5 და 8 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს კოსთა რიკისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ დაზიანებების გამო ბრაზილიის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან დანი ალვეში, ოსკარი და რამირესი. მათშეცვლიან, რაფინია, ოილიპე კოუტინიო და რაფინია ალკანტარა.
As.com
- 31 აგვისტო 2015
- 2 590
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.