პელეგრინის მატჩის შემდგომი კომენტარი
მანუელ პელეგრინი ძალიან გახარებულია თავისი გუნდის გამარჯვებით. პელეგრინი:ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და და ვიმსახურებდით მეტ გოლს.
რას ფიქრობთ თამაშზე ?
ეს იყო მნიშვნელოვანი მოგება იმ მხრივ, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. მთლიანობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ძალიან რთული იყო ასეთ ამინდში თამაში მაგრამ ჩემმა შეგირდება მოახერხეს 3 ქულის აღება. ასევე რთული იყო იმ მხრივ რომ, მალიორკა ძალიან კარგ ფორმაშია და დამაჯერებლად თამაშობდნენ. ანგარიში რეალურად არ ასახავს თამაშს, ჩვენ ძალიან ბევრი შანსი გვქონდა გოლის გატანის. ძალიან კარგად ითამაშა დაცვამ, მთელი რგოლი სრული მატჩის მანძილზე შესანიშნავად ირჯებოდა.
ეხმარებიან თუ არა ესეთი მატჩები თასის მოგებაში ?
ქულები ყოველთვის მნიშვნელოვანია. საშინაო მატჩებში უნდა შეეცადო, რომ მაქსიმალური რაოდენობა მოაგროვო, ამ წუთას ჩვენ ვექიშპებით ბარსელონას და მხოლოდ რამოდენიმე ქულაა სხვაობა.
რამდენად მნიშვნელოვანია გუტი გუნდის თამაშის სტილისთვის ?
ჩვენ შეტევაშიც კარგად ვითამაშეთ, როგორც ყოველთვის რონალდუს და იგუანის ხარჯზე და მეორე ხაზის დახმარებით. ჩვენ გავიტანეთ 2 გოლი და გვქონდა მშვენიერი შანსები მეტი გოლის გასატანად. გუტი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი პასების გამო. გუნდს ჭირდება იგი. ბედნიერი ვარ რომ მის გარეშეც ასე კარგად ვითამაშეთ.
ჭირდება გუნდს ახალი ფეხბურთელები ?
გუნდი სრულფასოვანია, მხოლოდ პეპეს აქვს ტრავმა.
- 11 იანვარი 2010
- 2 631
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.