დელ ბოსკე: "დე ხეას გადაწყვეტილება მიღებული აქვს"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ დე ხეას გადაწყვეტილება გაამართლა და სწორი უწოდა.
"დე ხეა მზად არის სათამაშოდ, თუმცა ჯერ უცნობია რომელ კლუბში გააგრძელებს იგი მოღვაწეობას. ჩემი აზრით, დავიდს სამეფო კლუბის მაისურით ვიხილავთ. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და მის გამტყუნებას ვერავინ შეძლებს."
"იმედი მაქვს 1 სექტემბრამდე ის კითხვისნიშნები, რომელიც მის ტრანსფერთან არის დაკავშირებული, მოიხსნება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჩემი ნაკრების პირველი მეკარე იკერ კასილასია, რომლის წასვლის შემდეგაც დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში დე ხეა მოხვდება."
Bernabeudigital.com
- 28 აგვისტო 2015
- 5 931
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.