კულმინაცია პიკს აღწევს, 31 აგვისტო ახლოვდება
დე ხეას მამა "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას შეხვდა.
ლუის ვან გაალის განცხადებით, ესპანელი კიპერი კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება მანჩესტერის შემადგენლობაში, თუმცა იგი სათამაშო დროს ვერ მიიღებს და მატჩების ყურება სათადარიგოთა სკამიდან მოუწევს.
მადრიდის "რეალმა" "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ინგლისელებმა გადაწყვიტეს "თეთრების" მოთმინების გამოცდა და როგორც სხვადასხვა სპორტული გამომცემლობები იტყობინებიან, "იუნაიტედელები" საბოლოო ვერდიქტს საზოგადოებას 31 აგვისტომდე არ გააცნობს.
„რეალი“ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, სამეფო კლუბს ნამდვილად არ აწყობს, რომ მომდევნო წელს აბსოლუტურად უთამაშებელი კიპერი დაიმატოს, აქედან გამომდინარე შესაძლოა, პოზიციების დათმობა მოუწიოს.
Marca.com
- 28 აგვისტო 2015
- 4 488
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.