დღეს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართება
დღეს, თბილისის დროით 19:45 საათზე. სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა, რომელიც მონაკოში ჩატარდება.
წლევანდელი წესებით პირველ კალათაში საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები მოხვდებიან. შეგახსენებთ, რომ აქამდე მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვითაც პირველ და უძლიერეს კალათაში, უეფას რეიტინგის მიხედვით ხვდებოდნენ გუნდები, მაგრამ წესები შეიცვალა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მადრიდის "რეალი" უეფას ეგიდით, რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ მეორე კალათაშია განთესილი.
ცერემონიას ლეგენდარული კიპერი, პიტერ შმეიხელი და მელანი ვინგერი გაუძღვებიან, ლიგის მოგების შანსი კი 32 გუნდს ექნება.
გუნდები კალათებში ასე გადანაწილდნენ
1 კალათა: ბარსელონა, ჩელსი, ბაიერნი, იუვენტუსი, ბენფიკა, პსჟ, ეინთჰოვენი.
2 კალათა: რეალი, ატლეტიკო, პორტო, არსენალი, მანჩესტერი, ვალენსია, სიტი, ლევერკუზენი.
3 კალათა: შახტარი, სევილია, ლიონი, დინამო კიევი, ოლიმპიაკოსი, ცეესკა, რომა, გალათასარაი.
4 კალათა: ბატე, მიუხენგლადბახი, ვოლფსბურგი, ზაგრები, გენტი, მალმო, თელავივი, ასტანა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლიგის ისტოირაში პირველად, ერთ ქვეყანას, ამ შემთხვევაში ესპანეთს, ხუთი წარმომადგენელი ყავს ჩემპიონატში: რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, ვალენსია, სევილია.
მონაწილე გუნდების სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე
- 27 აგვისტო 2015
- 5 768
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.