ვინ შეცვლის ბენზემას, ისკო თუ ხესე?
მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა დღეს ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. რაფა ბენიტესი ფრანგი ფორვარდის შემცვლელზე ჯერ კიდევ ფიქრობს.
ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია მადრიდელთა სასტარტო თერთმეტეული. განსაკუთრებით დიდი კითხვის ნიშანია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ჯერ ბენიტესი ვერ ჩამოყალიბდა თუ ვის უნდა ანდოს ეს ადგილი მინდორზე.
ესპანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ბენზემას ადგილი ან ისკომ უნდა დაიკავოს, ან ხესემ. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა პრე-სეზონზე და მწვრთნელის გული მოიგო. იგი თამაშობდა მარცხენა ფლანგზე და ასევე შირად იწევდა ფორვარდის უკან მოთამაშე ფეხბურთელის პოზიციაზე.
რაც შეეხება ხესეს, იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო სეზონის სამზადისის დროს გამართულ მატჩებში. ბენიტესის განცხადებით მას ყველა ის თვისება აქვს, რაც ცენტრ-ფროვარდს უნდა ჰქონდეს და იგი მადრიდის "რეალის" მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდება.
Marca.com
- 23 აგვისტო 2015
- 2 064
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.