კეილორი სასტარტოშია, თუმცა მხოლოდ დღეს...
კეილორ ნავასი დღეს "სპორტინგის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
როგორც ესპანური სპორტული გამომცემლობა Marca იტყობინება, კოსტა-რიკელი მეკარე დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება. რაფა ბენიტესმა კიკო კასილიას გამოყვანას, კეილორ ნავასის განმწესება არჩია მადრიდელთა კარის დარაჯად.
თუმცა ექსპერტების განცხადებით ეს ყველაფერი დროებითია. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და ესპანელები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ მადრიდის "რეალი" აუცილებლად შეიძენს დავიდ დე ხეას, რომელიც მომდევნო წლების მანძილზე "თეთრების" კარს დაიცავს და მას ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.
Marca.com
- 23 აგვისტო 2015
- 2 714
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.