ვარანი სეზონს ძირითადში პირველად იწყებს
რაფა ბენიტესმა თვისი შეგირდები ლა ლიგის პირველი მატჩის ჩასატარებლად მოამზადა.
გასულ სეზონში, ძირითადი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მარჯვნივ კარვახალი, ცენტრში რამოსი და პეპე, ხოლო მარცხნივ მარსელო. სამწუხაროდ ვარანი ხშირად ვერ ახერხებდა ძირითადში მოხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი.
ბენიტესის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. იგი ახალგაზრდა ფრანგ მცველ სრულ ნდობას უცხადებს და პრე-სეზონის შეხვედრებშიც ხშირად გამოყავდა იგი ძირითად შემადგენლობაში.
ვარანი 2012/13 წლების სეზონში ზინედინ ზიდანის პროტექციით მოვიდა მადრიდის "რეალში" და მას შემდეგ ცდილობს ახალგაზრდა ტალატი სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას. დღეს რაფაელი პირველად მოხვდა ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში, სამეფო კლუბის სასტარტო შემადგენლობაში. აქამდე ლა ლიგის გახსნით მატჩში იგი არასდროს ყოფილა ძირითადში.
Marca.com
- 23 აგვისტო 2015
- 1 523
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.